ოფიციალურად კიმ მინ-ჯე მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელია

19 ივლისი 2023, 19:56 622 ნახვა

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი, სამხრეთკორეელი კიმ მინ-ჯე მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელია. სამხრეთკორეელი "რეკორდმაისტერთან" 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ის ბაიერნში 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.  მიუნხენის ბაიერნმა ნაპოლის კიმის გამოსასყიდი თანხა გადაუხადა, რაც 50 მილიონ ევროს შეადგენდა. კორეელმა ნაპოლიში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, რა დროშიც იტალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო თავად სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში