როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას? საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პლენარული დისკუსია გამართა, რომელზეც განიხილეს პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით.
საიაში აცხადებენ, რომ მონიტორინგის შედეგად დადგინდა რომ საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით გასაძლიერებელია მინისტრების მიმართ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მექანიზმები, რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, არსებობს პრობლემები, სათანადო ეფექტიანი რეგულაციების არარსებობის გამო.