აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი თურქეთში დასრულდა. მთავრობის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გაიმართა შეხვედრები საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე თორნიკე რიჟვაძე თურქეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვდა ქალაქ ბურსის მერს. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს, სხვადასხვა მიმართულებით კი ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიგეგმა.