თად მაკფადენი და გოგა ბითაძე ეროვნულ ნაკრებს შეურთდნენ

24 ივლისი 2023, 19:54 593 ნახვა

იტალიის ქალაქ ტრევიზოში საწვრთნელ შეკრებაზე ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გოგა ბითაძე და თად მაკფადენიც შეუერთდნენ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შემოერთებულმა თად მაკფადენმა დაადასტურა, რომ ვენესუელაში მხოლოდ დროებით წავიდა და იქაურ კლუბში ითამაშა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთგულია და ეს ტრევიზოში გაკეთებულ კომენტარებში კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ილიას ზუროსის გუნდი 29 ივლისამდე ივარჯიშებს, ხოლო 29 ივლისს კი იტალიაში შეკრებაზე მყოფ ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა დახურული სახის იქნება. შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში მსოფლიო ჩემპიონატისთვის გენერალურ შეკრებას გადის. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში