საქართველოს 57 ქულიანი სხვაობით გამარჯვება ალბანეთთან

24 ივლისი 2023, 19:55 536 ნახვა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მესამე შეხვედრაში ალბანეთი 57 ქულით, 107:50 დაამარცხა. ირაკლი ძიძიგურის გუნდმა შეხვედრის პირველი ტაიმი 61:27 მოიგო, მეორე ტაიმი კი 46:23 და საქართველომ დიდი სხვაობით მოგებაც გაიფორმა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ამირან აროშიძე იყო 20 ქულით, 16 ქულა ჰქონდა გეგა წულაიას, 15 – ალექსანდრე დაუშვილს, ხოლო 14 ქულით თავი თენგო გოგიშვილმა გამოიჩინა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი ორი მატჩი წააგო. საქართველო ჯერ სლოვაკეთმა დაამარცხა (77:55), ხოლო შემდეგ – უნგრეთმა (91:80). B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ძიძიგურის გუნდი მომდევნო მატჩს 25 ივლისს მონტენეგროსთან ჩაატარებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში