დასავლეთ საქართველოში 26-27 ივლისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემო

25 ივლისი 2023, 13:23 783 ნახვა

26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.

ქალაქ თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება.

 

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში