სნაიპერის სამხედრო მომზადების კურსი

13 აგვისტო 2023, 11:35 568 ნახვა

მუხროვანის ბაზაზე სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა.თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს შვიდი კვირის განმავლობაში, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა სკოლის ინსტრუქტორები ამზადებდნენ. კურსის განმავლობაში მსმენელებმა თვითგადარჩენის, დღისა და ღამის პირობებში სნაიპერული საცეცხლე მომზადების, მაღალმთიან რეგიონში სროლის ტექნიკის უნარ-ჩვევები განავითარეს და დავალებები თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე შეასრულეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში