აბიტურიენტებისთვის გასაცემი სახელმწიფო გრანტის მოცულობა 12 600 000 ლარია

31 აგვისტო 2023, 11:18 715 ნახვა

აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების შედეგების მოლოდინში. საბოლოო პასუხები ჩარიცხვების შესახებ კვირის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს. მანამდე კი ცნობილია, რომ წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 მილიონ 600 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა წელსაც  2 ათას 250 ლარი იქნება.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, დაფინანსდებიან 215 ათასი ლარის ფარგლებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში