ფესტივალი „ ზე-კართან“

06 სექტემბერი 2023, 14:45 765 ნახვა

ფესტივალი "ზე-კართან" დღეს სრულდება. დასკვნითი ნაწილი ხულოს თეატრის შენობაში კონცერტით გაგრძელდა. მწერლები, პოეტები და გამომცემლები სპეციალურად ფესტივალის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში მაღალმთიან აჭარაში იმყოფებიან. ფესტივალის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე ლექცია თემაზე "თავისუფლება".   საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივი "ზე-კართან" 11 წლისაა და მასში ყოველ წელს მონაწილეობენ უცხოელი მწერლებიც, რომლებსაც თავიანთი საქმიანობით შემხებლობა აქვთ საქართველოსთან. ფესტივალზე სპეციალური ფასდაკლებით წიგნების გამოფენა- გაყიდვაც მიმდინარეობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში