ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი

08 სექტემბერი 2023, 17:50 780 ნახვა

ბათუმში საერთშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი გაიხსნა , რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ  მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის და საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანების ერთობლივი პროექტია. ფესტივალი დღეს დაიწყო და 13 სექტემბერს დასრულდება. ჩვენების პირველ დღეს არასაკონკურსო სპექტაკლის „საქართველოს“ ჩვენება გაიმართა ფესტიავლზე წარმოდგენილია სულ 7 თეატრი და 10 სპექტაკლი, აქედან 8 საკონკურსო და 2 არასაკონკურსო ჩვენებაა დაგეგმილი. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში