წიგნიერების დღე მუზეუმში

09 სექტემბერი 2023, 10:50 817 ნახვა

ბათუმის ხელოვნების მუზეუმმა წიგნიერების დღესთან დაკავშირებით ბავშვებს უმასპინძლა.  სტუმრებს რუსუდა ფეტვიაშვილის შემოქმედება გააცნეს და აღმოსავლურ ზღაპრებთან  მის კავშირზე უამბეს.  

ღონისძიებაზე მეზღაპრე ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს ზღაპრებიც წაუკითხა და მათთან თემის ირგვლივ დისკუსია გამართა. პატარა სტუმრებს  მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსოზიციაში წარმოდგენილი რუსუდან ფეტვიაშვილის ფერწერული  ნამუშევრები  „სინანული„ და  „კომპოზიცია“ დაათვალიერებინეს.

ღონისძიება ბავშვებში წიგნების, ასევე მუზეუმის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის მოპოვებას ისახავს მიზნად.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში