მსოფლიო თასის გათამაშება სპორტულ ტანვარჯიშში

11 სექტემბერი 2023, 17:42 768 ნახვა

უნგრეთში დაასრულდა მსოფლიო თასის გათამაშება სპორტულ ტანვარჯიშში. შეჯიბრებაში 20 -ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები ასპარეზობდნენ. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა დორიენ მოთენმა შეჯიბრებაზე ძალიან კარგი შედეგი აჩვენა და საუკეთესო რვა ფინალისტს შორის მოხვდა. დორიენისთვის ტრამვის შემდეგ, პირველი შეჯიბრება და დიდი გამოწვევა იყო, სპორტსმენის მიზანი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება და საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე წარდგენაა. ოლიმპიური ლიცენზიები მომავალი წლის დასაწყისში ისევ გათამაშდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში