ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში

01 მარტი 2017, 00:00 2974 ნახვა

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მანგისტაუს ოლქის მერს ალიკ აიდარბაევს შეხვდა.  მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი რეგიონების პირველმა პირებმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად მხარეები კავშირებს ჯანდაცვის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გააღრმავებენ. ამ კუთხით დაგეგმილია რეგულარული ავიარეისები ბათუმი აქტაუს მიმართულებით.  დაიგეგმა ასევ ბიზნეს ჯგუფის ჩამოსვლა ბათუმში. აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში