საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გასვლაზე მოლდოვა დაამარცხა

12 სექტემბერი 2023, 22:20 591 ნახვა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში გასვლაზე მოლდოვის ნაკრები 0-1 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი შეხვედრაში 84-ე წუთზე ოდიშარიას გადაცემით იობაშვილმა გაიტანა და საქართველოს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ამ დროისთვის რამაზ სვანიძის გაწვრთნილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უდანაკაროდ ასპარეზობს.

ქართველი ფეხბურთელები 6 ქულით ნიდერლანდებთან ერთად ცხრილის სათავაში იმყოფებიან.

მომდენო ტურში საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 12 ოქტომბერს შინ ნიდერლანდებს უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში