დღეს "დინამო" ბათუმი გასვლაზე "თელავს" დაუპირისპირდება

16 სექტემბერი 2023, 12:07 671 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმი გასვლით მატჩში "თელავს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა დღეს თელავში "კავკასიონი არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის ბათუმელები 52 ქულით დამაჯერებლად პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო თელაველები 21 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ეროვნული ლიგის იუთუბ არხზე გადაიცემა. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში