ბათუმში ახალი სასტუმრო გაიხსნა

19 სექტემბერი 2023, 14:44 378 ნახვა

ბათუმში სასტუმროების ქართული ბრენდი „რუმსი“ გაიხსნა. ახალი ობიექტის საინვესტიციო ღირებულება 24 მლნ დოლარს შეადგენს. 120-ოთახიან სასტუმროში მოქმედებს ორი საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე.

ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 ადამიანი. სასტუმრო კომპლექსს რესტორანი, ბარი და აუზი დაემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში