სანდრა ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად რჩება - მიხეილ სააკაშვილი

28 სექტემბერი 2023, 14:36 439 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„სანდრა არის ყველაზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე.

ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად. ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სანდრა რულოვსმა 26 სექტემბერს კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, რის შემდეგაც „ფეისბუქში“ დაწერა, რომ ისინი ერთად აღარ არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში