ბათუმის თასი 2023

01 ოქტომბერი 2023, 14:18 659 ნახვა

"ბათუმის თასი 2023" - ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირი დღეს დასრულდა. ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის ''ვიკინგები'' გახდა, ხოლო ''დინამო'' ბათუმმა მეორე პოზიცია დაიკავა.

დაჯილდოვების ცერემონია საზეიმო ვითარებაში გაიმართა.

ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ჩატარდა და მასში როგორც ქართული, ასევე უცხოური საფეხბურთო გუნდები მონაწილეობდნენ, მათ შორის  ტურინის ''იუვენტუსის'' აკადემიაც.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში