ქობულეთის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია დაიტბორა

03 ოქტომბერი 2023, 14:18 796 ნახვა

ძლიერი წვიმის გამო ჩაქვის გვირაბთან, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ძველ გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. უხვი ნალექის შედეგად მდინარე ადიდდა, რამაც გზის სავალი ნაწილი დატბორა. დატბორილია ასევე იქვე არსებული ბენზინგასამართი სადგური. წყალმა მოსახლეობის ეზოებშიც შეაღწია. 

ამ დროისთვის გზაზე საცობია შექმნილი. ავტომობილის მძღოლებს და მგზავრებს 112-ის სამაშველო ეკიპაჟი უკან აბრუნებენ. როგორც მძღოლები ამბობენ, დაბალი გამავლობის ავტომობილის ძრავში წყალმა შეაღწია და მანქანები წყლიდან სპეციალური მისაბმელიანი ავტომობილების დახმარებით გამოჰყავთ.

ასევე ძლიერი წვიმის შედეგად  მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია დღესაც დატბორა.  შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობაც. წყალმა ბაზრის მოვაჭრეების სამუშაო სივრცეებამდე შეაღწია, დასველდა გასაყიდად გამზადებული პროდუქცია.

უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩაც დაიტბორა, წყალმა ზოგიერთ უბანში პირველ სართულებზეც შეაღწია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში