აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია

12 ოქტომბერი 2023, 17:15 487 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი უკვე თბილისშია. მან კელი დეგნანი შეცვალა.

ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 14 თებერვალს წარადგინა. რობინ დანიგანი ამ დრომდე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში.

მანამდე მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში