სარეაბილიტაციო სამუშაოები 

26 ოქტომბერი 2023, 14:05 808 ნახვა

ქედაში სოფელ დანდალოს ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. რეაბილიტაცია კომპანიის შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ზაფხულში შეწყდა, რადგანაც სამუშაოები ვადებში ვერ დასრულდა და ახალი ტენდერი დარჩენილ სამუშაოებზე გამოცხადდა.

პროექტის ფარგლებში შეიცვალა წყლის, საკანალიზაციო და ელექტრო სისტემა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, შიდა ინტერიერი და გარე ფასადი.

პროექტის მთლიანი ღირებულება 800 000 ლარია.

შენობა მრავალფუნქციურია და მასში საკონცერტო სცენა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი და ადმინისტრაციული ოფისია განთავსებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში