მექსიკაში, კურორტ აკაპულკოზე ქარიშხალ „ოტისს“, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა

27 ოქტომბერი 2023, 10:51 639 ნახვა

მექსიკაში, კურორტ აკაპულკოზე ქარიშხალ „ოტისს“, სულ მცირე, 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქარიშხლის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები და შენობები, დაიტბორა ქუჩები, ჩაიძირა მანქანები, დაზიანდა გზები.

მექსიკის მთავრობაში განაცხადეს, რომ ოთხი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

მექსიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 8 000 ჯარისკაცია განთავსებული აკაპულკოსა და სანაპიროზე მდებარე ქალაქებში, რათა უზრუნველყონ მოსახლეობისთვის საკვებისა და წყლის მიწოდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში