ვენერა აბუსელიძე და ნაზიბროლა მიქელაძე - მასწავლებლები აჭარიდან, რომლებიც წლის თერთმეტ საუკეთესო პედაგოგად დაასახელეს

27 ოქტომბერი 2023, 21:08 948 ნახვა

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, წლის თერთმეტი საუკეთესო პედაგოგი დასახელდა. მათ შორისაა, ვენერა აბუსელიძე - ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი და ნაზიბროლა მიქელაძე - სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 

დაჯილდოება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა, პედაგოგებს სამკერდე ნიშნები და 10 ათას ლარიანი ჯილდო გადაეცათ.

წლის მასწავლებლები გახდნენ:

მედეა ტრამაკიძე – შიდა ქართლი, გორი, ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

ვენერა აბუსელიძე – აჭარა, ბათუმი, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

კახაბერ ჩაკვეტაძე – იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიტირის სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

მარინა ბერიანიძე – ქვემო ქართლი, წალკა, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

მედეა ბორჩაშვილი – კახეთი, ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელ დიუსის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნაზიბროლა მიქელაძე – აჭარა, ხულო, აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნუნუ ანდღულაძე – გურია, ჩოხატაური, ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი.

პეტრე ბაბილუა – თბილისი, ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

სამირა ისმაილოვა – ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასმულოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.

ელმირა ქსპოიანი – სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნინო ჯალაღონია – თბილისი, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში