ალამბარში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

01 ნოემბერი 2023, 14:51 1761 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ალამბარში ცეცხლაძეების ხუთწევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაინგრა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გახდა საცხოვრებელი სახლის ნგრევის მიზეზი.

დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ, ისინი დროებით ნათესავის სახლში გადაიყვანეს.

ადგილზე ვითარებას ქობულეთის მერი გაეცნო. მისი ინფორმაციით, ცეცხლაძეების ოჯახის საკითხს სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაზე განიხილავენ და შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

ტერიტორიას შეისწავლიან გეოლოგებიც.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში