3 დღე ევროკომისიის შეფასებამდე

05 ნოემბერი 2023, 12:04 469 ნახვა

შეფასება, რომელმაც ევროკავშირამდე უნდა მიგვიყვანოს, 8 ნოემბერს  გახდება ცნობილი - ზუსტად სამ დღეში გაირკვევა აძლევს თუ არა დადებით შეფასებას საქართველოს ევროკომისია.

ევროკომისიის ანგარიშამდე 3 დღით ადრე ქვეყანაში პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ისევ არ ცხრება.

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმები მიზანმიმართულად არ გაატარა. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წევრები იმედოვნებენ, რომ ევროკომისია ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას გაითვალისწინებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს.

ოპონენტების საპასუხოდ მმართველი გუნდი გადადგმულ ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას და ევროკომისიის სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში