კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

06 ნოემბერი 2023, 12:56 431 ნახვა

"ავერსის'' კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება საგამოძიებო უწყება საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს თბილისში, "ავერსის" კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. 2 ნოემბერს კი ცნობილი, გახდა, რომ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის უფროსი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში