ქობულეთში ცენტრალური მოედანი მოეწყობა

06 ნოემბერი 2023, 14:15 672 ნახვა

ქობულეთში, მერიის შენობის წინ მდებარე მოედნის მოდერნიზაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. პიაცას კონცეფცია ითვალისწინებს სხვადასხვა სამუშაოს, მათ შორის რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ირგვლივ მდებარე შენობების ფასადებს. პროექტისთვის 110 ათასი ლარია გამოყოფილი.

ადგილობრივები თვითმმართველობის ინიციატივას იწონებენ და ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მოიხსნება ტერიტორიაზე ავტომობილების ქაოსური პარკირება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში