ჰოლოკოსტის გახსენება ხელოვნების უნივერსიტეტში

07 ნოემბერი 2023, 20:47 650 ნახვა

პერფორმანსი ანა ფრანკის დღიურის  მიხედვით - ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის    სტუდენტებმა სპექტაკლის  ნაწყვეტების ჩვენება ჰოლოკოსტის ტრაგედისადმი მიძღვნილი კვირეულის  ფარგლებში გამართეს.პერფორმანს იუნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა  წარმოადგინეს.როგორც ახალგაზრდა მსახიობები აღნიშნავენ, ჰოლოკოსტის ტრაგედიას  თემატურად  სწორედ ანა ფრანკის დღიური ეხმაურება და პერფორმანსისთვისაც ამიტომ შეარჩიეს. ჰოლოკოსტის ტრაგედიაზე მიძღვნილი კვირეული ასევე რამდენიმე საჯარო ლექციას და თემატური ფილმებიდან ნაწყვეტების ჩვენებასაც მოიცავს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში