9 დათქმა - შესრულების გზები

09 ნოემბერი 2023, 19:46 615 ნახვა

რამდენად მოახერხებს საქართველოს მთავრობა 15 დეკემბრამდე  დათქმების შესრულებას და არის თუ არა რეალური, დარჩენილ დროში პროგრესის მიღწევა? ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ევროპული დავალების ყველა პუნქტზე რეაგირება ამ მოკლე პერიოდში ვერ მოესწრება,თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთს აუცილებლად უნდა აჩვენოს მზაობა.ამასთან არ უნდა დაუშვან პოლიტიკოსებმა შეცდომები და პოლიტიკური სიტუაცია ხელოვნურად არ უნდა დაიძაბოს.დათქმებს შორის ერთ-ერთ მთავარ პუნქტებად კი დეოლიგარქიზაციას, დეპოლარიზაციას ასახელებენ. ამასთან ხაზგასმით აღნიშნავენ,რომ პრიორიტეტი სამართლებრივი რეფორმების განხორციელება იქნება, რასაც ევროპა განსაკუთრებით დააკვირდება, რადგან სპეციალისტების თქმით, არსებობს პრეცედენტი, როცა ახლად გაწევრიანებულმა ქვეყნებმა ამ მხრივ უკუსვლა აჩვენეს.რაც შეეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ახალი  ჩანაწერია დასკვნაში, სპეციალისტების აზრით, ამ გზავნილით  ევროკომისიამ ირიბად აჩვენა, რომ არ ჯდება დასავლურ ღირებულებებში.მაგალითად ე. წ-ლი რუსული კანონის მიღება და, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი საინფორმაციო პოლიტიკა, მათ შორის საგარეო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში