ინფრასტრუქტურული პრობლემები ქეთევან წამებულის ქუჩაზე

14 ნოემბერი 2023, 11:19 386 ნახვა

ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლები დასახლებაში ინფრასტრუქტურული პრობლემების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამბობენ. რომ  წლებია გზის, სანიაღვრე სისტემის, ტროტუარის მოწესრიგებისა და  გარე განათების პრობლემაა.

ამბობენ, რომ დასახლებაში არასწორად მიმდინარეობს განაშენიანება.

ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „წევრები იმყოფებოდნენ. რეზო ხარაზი ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

ბათუმის მერიისგან საპასუხო კომენტარს ველოდებით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში