საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაასრულა

20 ნოემბერი 2023, 02:30 837 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ჯგუფის ლიდერს, ესპანეთს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. მასპინძლები შეხვედრის დებიუტშივე რობინ ლე ნორმანის გატანილი გოლით დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა მალევე აღიდგინა. მე-10 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ, გატანილი გოლით თავი, ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა.

ესპანელებმა წინ გასვლა მეორე ნახევრის 55-ე წუთზე ფერან ტორესის გატანილი გოლით მოახერხეს. 72-ე წუთზე კი ლამინ იამალის ჩაწოდების შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილმა თავით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფი 8 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა.

მომდევნო მატჩს კი, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში 21 მარტს ჩაატარებს, მეტოქის ვინაობა კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში