ბათუმის სტადიონი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ნარინჯისფრად განათდა

25 ნოემბერი 2023, 23:13 618 ნახვა

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, ბათუმის სტადიონი ნარინჯისფრად განათდა.

ბათუმი ამ ჟესტით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. 

მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ყოველწლიურად აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში