როგორ სრულდება რეკომენდაციები

26 ნოემბერი 2023, 12:08 405 ნახვა

როგორ ასრულებს საქართველო იმ რეკომენდაციებს, რომელმაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მოუტანოს? - ბრალდებები საკითხთან დაკავშირებით ისევ ისმის. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას  სამოქმედო გეგმას უწუნებს.

ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ქართულმა ოცნებამ 12 რეკომენდაციის არც ერთი პუნქტი არ შეასრულა და პარტიას არც 9 დათქმის შესრულების პოლიტიკური ნება გააჩნია. 9 დათქმის შესასრულებელი სამუშაოები ღია და ინკლუზიური იქნება - ირწმუნებიან  „ქართულ ოცნებაში“.

უმრავლესობის მოსაზრებით,  საქართველოს ევროპულ მომავალს სწორედ ოპოზიცია აზიანებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში