შტორმი ქობულეთის სანაპიროზე

27 ნოემბერი 2023, 17:58 736 ნახვა

შტორმა დააზიანა ქობულეთის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურაც. დატბორილი და დაზიანებულია კაფე-ბარები. ახლოს მდებარე სახლების ეზოებსა და პირველ სართულებზე წყალია შესული. ადგილზე 112 სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები. ასევე ადგილზე ვითარების შესასწავლად იმყოფებიან ქობულეთის მერი და მერიის შესაბამისი სამსახურები. სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე, ამ დროისთვის 5-შეტყობინება ფიქსირდება. როგორც ქობულეთის მერი ამბობს, ზარალი საკმაოდ მასშტაბურია და მერიის შესაბამისი სამსახურები ითვლიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას. ასევე დღეს, სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო მოინახულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ როგორც კი გამოიდარებს დაიწყება სანაპიროს აღდგენის პროცესი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში