აშშ-ის ანგარიში ტერორიზმის შესახებ

02 დეკემბერი 2023, 11:51 392 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც თითოეული ქვეყანა შეფასებულია ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშში საქართველო აშშ-ის ძლიერ პარტნიორადაა დასახელებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა.

ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრებისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში