ისრაელი საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის  საზღვრებს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში აფართოებს

05 დეკემბერი 2023, 10:22 522 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალები აფართოებენ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის  საზღვრებს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში. ცახალი ირწმუნება, რომ დარტყმებს ახორციელებს ჰამასის სამეთაურო პუნქტებსა და იარაღის საწყობებზე.

ყოველდღიურად იღუპება ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და გაერომ არაერთხელ მოუწოდეს მხარეებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ისევ დაბომბა ლიბანის ტერიტორია ჰესბოლას მხრიდან ცეცხლის საპასუხოდ. 

საჰაერო დარტყმები განხორციელდა  ჰეზბოლას სამხედრო კომპლექსზე, რომელსაც  ისრაელის არმია "ტერორის ინფრასტრუქტურას" უწოდებდს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ  საჰაერო თავდასხმები ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე ზარიტის ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლის გახსნის საპასუხოდ განხორციელდა.

პარალელურად, ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ ათობით ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები განაახლა.

საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთი, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბრაზილიაში, საფრთხის დონე მე-2 საფეხურამდე გაზარდეს.

იმ ქვეყნებში მოგზაურობისას, რომლებთან დაკავშირებითაც საფრთხის მეორე მე-2 დონეა გამოცხადებული, ისრაელის მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გაძლიერებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში