დღეს ''დინამო'' ბათუმი საქართველოს თასის ფინალში ''საბურთალოს'' დაუპირისპირდება

06 დეკემბერი 2023, 10:10 711 ნახვა

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება.

ტიტულისთვის  თბილისში ''მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე''  ''დინამო'' ბათუმი თბილისის ''საბურთალოს'' დაუპირისპირდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა  cup.gff.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

ბათუმელებმა ფინალამდე ბოლნისის ''სიონის'' , თბილისის ''ირაოს'' და ფოთის ''კოლხეთის'' ბარიერი გადალახეს. 

დედაქალაქელებმა კი ლანჩხუთის “გურიის”, ''თელავის'', გორის ''დილას'' და წყალუბოს ''სამგურალის'' დამარცხების შემდეგ, ფინალის საგზური მოიპოვეს.

''დინამო'' ბათუმი და ''საბურთალო'' 2023 წელს ეროვნული ლიგის ეგიდით 4-ჯერ შეხვედნენ ერთმანეთს საიდანაც ორი მატჩი შავიზღვისპირელებმა მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა.

შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ ''დინამო'' ბათუმი ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა და ახლა კლუბს ისტორიაში პირველი დუბლის შესრულების შანსი აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში