,,ჩვენი ხმა ევროპას“ - ტელეხიდი ქართულ დიასპორათან

11 დეკემბერი 2023, 11:47 293 ნახვა

"ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 13 დეკემბერს გადასცემს. პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა,რომ ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრები, ვინც გადადგა ნაბიჯი ევროკავშირისკენ, რადგან ქვეყნის მთავარსარდალი ფიქრობს, რომ სწორედ ეს იქნება კონსენსუსი, დეპოლარიზაცია და და ერთობა ,რაც პრეზიდენტის აზრით, საქართველოს სჭირდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში