კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონული კონფერენცია

11 დეკემბერი 2023, 14:53 302 ნახვა

კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს თბილისში. მონაწილეები განიხილავენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობას რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. მათ შორის, გაიმართება დებატები ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა მართვის, ციფრული განათლების, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში