პიროტექნიკით დაშავებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

16 დეკემბერი 2023, 14:55 684 ნახვა

სტაბილურად მძიმეა პიროტექნიკით დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ამის შესახებ ინფორმაცია მშობელმა დაგვიდასტურა. საუბარია 11 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა. ის თბილისში,დამწვრობის ცენტრში ქობულეთის ერთ-ერთი სოფლიდან დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს სასუნთქი გზები და სხეულის 10% დაზიანებული აქვს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში