ქობულეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან

20 დეკემბერი 2023, 11:39 408 ნახვა

ქობულეთში ამ დრომდე ითვლიან 27-ნოემბერს მომხდარი სტიქიის შედეგებს. 7-8 ბალიანმა შტორმმა ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო ზოლში არსებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. მათ შორის ორკილომეტრიანი ახალი ბულვარის ზოლი. ამ დრომდე მიმდინარეობს თამარ მეფის სანაპიროზე ზღვიდან გამოტანილი ქვა-ღორღის გაწმენდა. ქობულეთის ვიცე მერის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია საპროექტო ორგანიზაციასთან კონტრაქტის გაფორმება. მომზადდება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და უახლოეს პერიოდში ზუსტად გახდება ცნობილი თუ რა თანხა დაიხარჯება სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის. როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად დაახლოებით 25 ოჯახი დაზარალდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში