ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა

20 დეკემბერი 2023, 11:45 331 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიალი ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამირან გამყრელიძემ პრეზიდენტს ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობის განმავლობაში ეს პირველი ჯილდოა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში