აქცია მახვილაურში

21 დეკემბერი 2023, 11:45 505 ნახვა

აქცია იყო დღეს მახვილაურის დასახლებაში. ადგილობრივები გზის კეთილმოწყობას ითხოვენ. მოსახლეობის ინფორმაციით, გზა, რომლითაც სარგებლობენ, წლებია მოუწესრიგებელია. ამბობენ, რომ კომპანია “ფოლადმა,” რომელიც ავტობანს აშენებს, გზის ორკილომეტრიან მონაკვეთზე მხოლოდ მცირე ნაწილი კეთილმოეწყო. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ამის გარდა მოსახლეობას წყლის პრობლემაც აქვს. ადგილზე იმყოფებოდა კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, რომელიც პირადად ესაუბრა მოსახლეობას. პაატა ჯაყელის ინფორმაციით, ავტობანის მშენებლობის გამო ვერ მოხერხდა გზის კეთილმოწყობა და დაწყებულია დოკუმენტაციის მომზადება, მანამდე კი გზის მოსაწესრიგებლად პრევენციული ღონისძიებები გატარდება. რაც შეეხება წყლის პრობლემას, მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაერთებით სამუშაოები დასახლებაში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში