წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება

22 დეკემბერი 2023, 12:04 448 ნახვა

ბათუმის მერიამ წლის სპორტსმენები დააჯილდოვა. ნომინაციაში ,,წლის სპორტსმენი“ სალომე მელიამ და ზურაბ აბრამიშვილმა გაიმარჯვეს, ,,წლის მწვრთნელი“ ხათუნა გიორგაძე და ამირან კომახიძე გახდნენ. „წლის დებიუტანტი“ გამარჯვებულია ელენე ბოლქვაძე და ბუბა ნოზაძე .„წლის ვეტერანის“ ჯილდო სერგო მოქიასა და ლევან ბერძენიშვილს გადაეცათ. წლის ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის'' ჯილდო დავით ონაშვილს, ნანა ტოგონიძეს, ლიანა ბაინაზიშვილსა და თინათინ ბოლქვაძეს ერგოთ. ნომინაციაში „წლის სპორტული ჟურნალისტი“ - ქეთევან ბოლქვაძე, ირაკლი დარცმელიძე, ბესი ჩიბურდანიძე, გიორგი მურვანიძე, გიგა ჯიჯავაძე და მანანა ძიძიშვილი დასახელდნენ. „წლის გუნდი“ ხელბურთის კლუბი გახდა. ნომინაციაში „სპორტული კლუბი - კარგი მმართველობა“ ჯილდოები გადაეცათ ,,საჭადრაკო კლუბ ნონას, სპორტულ ცენტრს ,,ხელბურთის კლუბ ბათუმსა’’ და ,,ფრენბურთს კლუბ ბათუმს’’. წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება ბათუმში მერვედ ჩატარდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში