თაღლითობის ფაქტი

28 დეკემბერი 2023, 18:04 406 ნახვა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ავსტრიის მოქალაქემ სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები პირები მოატყუა და საქონლის შესაძენად განკუთვნილი 1 300 000 ევრო მის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში