წინასაახალწლო კონცერტი ხელვაჩაურში

28 დეკემბერი 2023, 20:27 764 ნახვა

კინომუსიკის საღამო გაიმართა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში. კონცერტზე მეოცე საუკუნის ქართული ფილმებიდან და სპექტაკლებიდან ყველასათვის საყვარელი და ცნობილი კომპოზიციები აჟღერდა. ღონისძიებაში ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. კონცერტი საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ნაწილია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში