საპატრიარქოს მორიგი განცხადება 

13 იანვარი 2024, 15:04 370 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინი იყო გამოსახული, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონის საჭიროებაზე საუბრობს.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას - მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა ეკრძალება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში