ქურდობის მცდელობისთვის იტალიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

21 იანვარი 2024, 14:30 324 ნახვა

რომში, ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს 3 და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს - იტალიური მედიის ცნობით, ისინი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მეპატრონე სახლში დახვდათ.  

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მათ გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

დაკავებულების ჩხრეკისას ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები ამოიღეს. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში