ნატოს მასშტაბურ წრვთნებს რუსეთში ეხმაურებიან

21 იანვარი 2024, 14:04 322 ნახვა

ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს. წვრთნები, სახელად “ურყევი მცველი” თებერვალში დაიწყება და მათში ეროვნული და მრავალეროვნული სახმელეთო ძალების გაფრთხილებასა და განლაგებაზე გაკეთდება აქცენტი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წვრთნებში მონაწილეობისთვის 90 000 ჯარისკაცის მობილიზებას მოახდენს, რაც ნიშნავს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება. წვრთნების ჩატარებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა.

ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, ასეთი მასშტაბის წვრთნები, ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს, მაგრამ ძალის ასეთი პროვოკაციული დემონსტრირებით რუსეთი არ შეშინდება. მისივე მტკიცებით მოსკოვს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ყველა რესურსი აქვს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში