სკოლებში უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა გატარდა, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს - გოჩა დავითაძე

22 იანვარი 2024, 11:36 847 ნახვა

ბათუმის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მოსწავლეების გამოცხადება გაკვეთილებზე დაბალია.

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, სკოლებში უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა გატარდა. გოჩა დავითაძე ამბობს, რომ სკოლები მუდმივ რეჟიმში კონტროლდება და უსაფრთხოების  ნორმები დაცულია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში